ახალი ამბები
გორის გვირაბში ტრაილერი ვერ გაეტია
გორის გვირაბში ტრაილერმა ვინტილაციის სისტემა დააზიანა.

როგორც პოლიციამ გაარკვია, ტრაილერის გაბარიტები იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რაც ნორმით დაშვებულია.

სატრანსპორტო საშუალების სიმაღლე ნაცვლად 4.5 მ-ისა, 4.80 მ სიმაღლის აღმოჩნდა.

სატვირთო მანქანას თურქეთის მოქალაქე მართავდა. პოლიცია არკვევს, თუ რა ფორმით მოხდეს მძღოლის დაჯარიმებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები