ახალი ამბები
,,ენმ" გორში მუნიციპალური ავტოსადგურის მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრები იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც მუნიციპალური ავტოსადგურის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო.

გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ სახეზეა უნიათო თვითმმართველობა, რომელიც ელემენტარულ საკითხს ვერ აგვარებს და ასეულობით ათასობით ლარს არაეფექტურად ხარჯავს.

,,ავტოსადგომის მშენებლობა 2020 წლის 20 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, რომელიც ქართული ოცნების რეალურ სახეს გვაჩვენებს,"-აღნიშნავს ბადრი ბასიშვილი.

ის მოუწოდებს მმართველი გუნდის კანდიდატს, გიგი ხოჯევანიშვილს, რომ თვითმმართველობას დაუბრუნოს თავისუფლება.

ამავე პარტიის წევრია ვასილისა ჯაბახიძე, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია. მისი ინფორმაციით, გორის მერიამ ასიათასი ლარი უკვე დახარჯა ამ ,,ავტოსადგომის" მშენებლობისთვის.


Print

სტატიის გამოყენების პირობები