ახალი ამბები
ქვახვრელში კიდევ ერთ უძველეს ეკლესიას რესტავრაცია უტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახრელში კიდევ ერთ უძველეს ეკლესიას უტარდება რესტავრაცია. გამოქვაბულების კომპლექსის აღმოსასვლეთით, ამჟამად, ახალგაზრდა რესტავრატორები მუშაობენ.

მათ დაფინანსება ფონდი ,,ქართუსგან" მიიღეს. რესტავრაციის დროს, ეკლესიის წინ უძველესი სამარხები აღმოჩნდა. რესტავრატორებს შორის პროფესიით არქეოლოგებიც არიან. მათ სამარხების შესწავლაც დაიწყეს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

ქვახვრელში ათამდე ეკლესიაა. ისინი სხვადასხვა პერიოდით თარიღდება. ამათგან გადარჩენილი იყო მხოლოდ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ კომუნისტების დროს, ეს ეკლესია თითქმის მთლიანად დაიშალა. მის გარშემო საქონლის კომპლექსური მეურნეობის ფერმა იყო აშენებული. 90-იან წლებში ფერმა აგურ-აგურ დაიშალა და ეკლესიაც ისევ გამოჩნდა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები