ახალი ამბები
ცხინვალში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის დაკრძალვას ასეულობით ადამიანი ესწრება
ცხინვალში 28-წლის ინალ ჯაბიევს დღეს კრძალავენ. ქალაქის მთავარ მოედანზე მის გამოსამშვიდობებლად ასეულობით ადამიანი გამოვიდა.

ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს ცხინვალის იზოლატორში აწამეს, შემდეგ კი, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ამ ფაქტს დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა მოყვა. თავდაპირველად, თანამდებობა შს მინისტრმა იგორ ნანიევმა დატოვა. მასთან ერთად, მილიციიდან 8 თანამდებობის პირი გადააყენეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ. განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრეები აქტიურობენ. კოკოითმა განაცხადა, რომ თუ ბიბილოვი თანამდებობიდან არ გადადგება, ის ცხინვალში, რუსეთიდან დაბრუნდება და მის შესაცვლელად იბრძოლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები