ახალი ამბები
პაციენტებს, რომლებსაც გორის ჰოსპიტლის მიმართ მინიმუმ 3 წლის დავალიანება აქვთ, ვალი ჩამოაწერეს
1000-მდე ადამიანს, რომლებმაც გორის ჰოსპიტალში იმკურნალეს და მომსახურების გადასახადი დღემდე არ გადაუხდიათ, ვალს ჩამოაწერენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო მილიონ ექვსასი ათასი ლარის ჩამოწერას გეგმავს.

ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა და მინისტრმა გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.

შეღევათი ეხებათ ჰოსპიტლის იმ პაციენტებს, რომლებმაც 3 ან მეტი ხნის წინ (2009 წლიდან) იმკურნალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამდე ჰოსპიტალის დირექტორმა პაციენტებს, რომლსაც დავალიანება უფიქსირდებოდათ, წერილები გაუგზავნა და თანხის გადახდა მოსთხოვა, თუმცა, გზავნილების ადრესატების ნაწილი უკვე გარდაცვლილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები