ახალი ამბები
გორი -კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ხელთუბნელებმა ფეხბურთში დაამარცხეს
გორი-კასპის მაჟორიტარ კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი წერს, რომ მან და მისმა გუნდმა ხელთუბანში ფეხბურთის მატჩი გამართეს. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლების ნაკრებმა დაამარცხეს.

გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მატჩი ახლადრეაბილიტირებულ მინისტადიონზე ჩატარდა. სარეაბილიტაციო თანხები გორის ბიუჯეტიდან გაიხარჯა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ სოფლად სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რათა ადგილობრივ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მოხდეს." - აღნიშნავს ხოჯევანიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები