ახალი ამბები
უფლისციხეში გახარია გორი-კასპის მაჟორიტარ კანდიდატს წარადგენს
ამ წუთებში, ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხის ტერიტორიაზე მმართველი პარტია მაჟორიტარ კანდიდატს წარადგენს. შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

უფლისციხეში იმყოფება ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც. გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილია, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი ეკავა.

მის წარდგენამდე გახარიამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფომ გორსა და შიდა ქართლში განახორციელა. ყურადღება გაამახვილა გორის ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც პირველი ელექტროსადგურია საქართველოში.

,,მომავალში აშენდება ,,ნიქოზი" და ,,ქართლი 2"-ის ქარის ელექტროსადგური. წყალმომარაგების კუთხით კიდევ მეტი პროექტები განხორციელდება. ეს არის ელემენტარული სისტემები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ. ჩვენი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ქვეყანა უნდა გახდეს ეკონომიურად ძლიერი, ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი სახელმწიფო. უაღრესად მძიმეა ის რაც ხდება ახალგორის მიმართულებით, ადამიანებს ჰუმანიტარული მიზნებით გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლებასაც კი არ აძლევენ" - განაცხადა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები