ახალი ამბები
გორში ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები მოსახლეობას უფასო კონსულტაციას გაუწევენ
4 სექტემბერს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები მოსახლეობას უფასო კონსულტაციას გაუწევენ. აქცია წმინდაწყალზე, მე-5 საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება.

ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის ცნობით, უფასო გასინჯვები 11 საათიდან დაიწყება და საღამოს 18 საათამდე გასტანს. ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

აქციის ფარგლებში დახმარებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმი გასწევენ:

თერაპევტი;
ოფთალმოლოგი;
ნევროლოგი;
ქირურგი;
ანგიოქირურგი;
კარდიოლოგი;
ენდოკრინოლოგი;
გინეკოლოგი;
უროლოგი;
ტრავმატოლოგი;
ექოსკოპისტი.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასოდ გაიცემა მედიკამენტები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები