ახალი ამბები
,,ამიტომ 150 ხმით ვაჯობებთ ხელისუფლებას" - მიქელწყაროში ბევრი საკითხის მოგვარებას ითხოვენ
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში აქცია გაიმართა. აქციის წევრები აცხადებენ, რომ ყველანარი პირობა არ არსებობს იმისათვის, რომ სოფელში მმართველი გუნდი დამარცხდეს.

,,არ გვაქვს სასმელი წყალი, არ გვაქვს სარწყავი წყალი. განათებები მხოლოდ იქ დააყენეს, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ცხოვრობენ. სოფელში სულ 250 კომლი ვცხოვრობთ, ხელისუფლებას არჩევნებზე 150 ხმით ვაჯობებთ." - აცხადებენ მიქელწყაროელები.

ერთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში წლებია არჩევნებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იგებენ.

ენმ-ს კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ ეს ხალხი ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს, ხოლო მოსახლეობამ იცის, რომ ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში ელემენტარული პირობები მოგვარდება.

2020 წლის 31 ოქტომბერს კასპში მერის რიგგარეშე არჩევნებიც ტარდება. ნუგზარ ნონიაშვილი მერობის კანდიდატია გაერთიანებული ოპოზიციიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები