ახალი ამბები
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანები გორისკენ მარშირებით მიემართება
დღეს, გორის ცენტრში, ამერიკული საბრძოლო ჯავშანქანები გორის ქუჩებს მარშირებით გაივლის. ტექნიკა ფოთიდან უკვე მოემართება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გორის ქუჩებში ტექნიკა 13 საათიდან 14 საათამდე პერიოდში გამოჩნდება.

"ღირსეული პარტნიორი 2020"-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით "Ocean Freedom" ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.

6 და 8 სექტემბერს დილიდან კი, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით "სტრაიკერი" და "ჰამერი", ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი სენაკიდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ, კერძოდ ვაზიანშის სწავლების ცენტრში, მარშირებით საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება.

"ღირსეული პარტნიორი 2020" ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო "ღირსეულ პარტნიორს" უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები