ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლის პედაგოგი ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2020"-ის კონკურსის ხუთეულშია
გორის მე-12 სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მარიკა ვართუმაშვილი ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდი 2020"-ის ხუთეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების კოალიცია ავრცელებს.

წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა, რომელიც 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულია.

ხუთეულიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.  გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – "გუდავაძე-პატარკაციშვილის" ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

ხუთეულში მოხვდნენ:

სოფიო გოგოხია
– აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.
Print

სტატიის გამოყენების პირობები