ახალი ამბები
ამერიკული ჯავშანტექნიკა გორში - ,,ღირსეული პარტნიორი 2020"
გორის ცენტრში, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებმა გორის ქუჩებს მარშირებით ჩაიარა.

"ღირსეული პარტნიორი 2020"-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით "Ocean Freedom" ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.

6 სექტემბერს დილიდან კი, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით "სტრაიკერი" და "ჰამერი", ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი სენაკიდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ, კერძოდ ვაზიანშის სწავლების ცენტრში, მარშირებით საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება.

"ღირსეული პარტნიორი 2020" ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო "ღირსეულ პარტნიორს" უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები