ახალი ამბები
გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარ ავარიას 12-წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიისას 12-წლის ბავშვი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი მამის კალთაში იჯდა, მამა კი, - ავტომანქანას მართავდა. ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მანქანა ხეს შეეჯახა. მძღოლი არ დაშავებულა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები