ახალი ამბები
გორი-ტყვიავის გზაზე გარდაცვლილი მოზარდი მშობლების ერთადერთი შვილი იყო
გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ბავშვი მშობლების ერთადერთი შვილი იყო. ამის შესახებ ტყვიავის წარმომადგენელმა,ზაზა კორინთელმა გვითხრა.

მისი თქმით, 12-წლის მოზარდი ტყვიავის სკოლაში სწავლობდა.

გორის შს სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლები იკვლევენ ავარიის მიზეზს, რომელსაც გუშინ მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,ოპელის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში მყოფი 12-წლის მოზარდი გარდაიცვალა. ,,გორმედის" ადმინისტრაციის ცნობით, მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი მამას კალთაში უჯდა, ხოლო მეორე ვერსიით, წინა სალონში, მძღლის გვერდით იმყოფებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები