ახალი ამბები
გორში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის მომყვანი პირი დააკავეს
გორში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის დათესვა-მოყვანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მასალები პროკურატურას გადასცეს.

პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო. (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება).

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, განსაკუთრებით დიდ ოდენობაში 266 გრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების სახეობა იგულისხმება. წინა კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ამჟამინდელი კოდექსის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ჩაითვალა სასჯელის ზომა. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ნივთიერების ლიკვიდაციით და ჯარიმით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები