ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ასარჩევად 127 უბანი გაიხსნება
გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად მე-15 მაჟორიტარულ ოლქში 127 უბანი გაიხსნება. ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ლევან ისაკაძემ გვითხრა.

მისი თქმით, ამ 127 უბნიდან 39 უბანი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, დანარჩენი 88 უბანი - გორის მუნიციპალიტეტში.

ლევან ისაკაძის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი უბნებიც გაიხსნება, რომლის ამომრჩეველი ამომრჩეველი ხაშური-ქარელის მაჟორიტარს აირჩევს:

,,ჩვენთან, საოლქო კომისიაში 106 უბანი შემოდიოდა. მაჟორიტარულ არჩევნებზე 18 უბანი მოგვაკლდა. სამაგიეროდ, დაგვემატა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 39 უბანი" - ამბობს ლევან ისაკაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები