ახალი ამბები
გორში ხულიგნობის ფაქტზე 25-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს
ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდარღვევის ფაქტი აღიარა და ჩადენილი ქმედება მოინანია. ამის გამო, მოსამართლე ნინო გერგაული მის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

25-წლამდე ასაკის მამაკაცი გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გორში წუხელ დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, ის გამოირჩეოდა აგრესიულობით, არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგენილი ამავე ოქმის მიხედვით, ქმედება დაკვალიფიცირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც - ხულიგნობასა და პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები