ახალი ამბები
8 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ მაჩვენებელს, საქართველოში გამოვლენილ დღიურ ციფრებს შორის, რეკორდულს უწოდებს.

ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321-ს შეადგენს.

,,45 ინფიცირებულიდან 3 არის "დონას" კლასტერი, 19 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 იმპორტირებულია, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 3 ინფიცირებულზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების მიზნით. 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას.

რაც შეეხება თბილისს, 5 შემთხვევა დაფიქსირდა იმ პირებს შორის, რომლებიც ფართომასშტაბიანი ქორწილში იმყოფებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევიდან 3 ,,ხოფას ბაზრობას" უკავშირდება. ბაზრობაზე მასიური ტესტირება დაიწყო და სავაჭრო ცენტრი დაიხურა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები