ახალი ამბები
13-17 სექტემბერს გორში კომედიის ფესტივალი გაიმართება
13-17 სექტემბერს გორში კომედიის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავრცელებს.

ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრის დასი გახსნის ,,ცუდი ბიჭებით", მომდევნო დღეს, სცენაზე გორის თეატრის მსახიობები გამოვლენ, 15 სექტემბერს კი, - მაყურებლის წინაშე ილიაუნის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი წარსდგება, 16 სექტემბერს ქუთაისის თეატრის დასის დღეა, ხოლო დასასრულს 17 სექტემბერს რუსთავის თეატრი, რომლის ხელმძღვანელი გორის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა, ,,შექპირ-ბადეს" წარმოადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, დარბაზში მაყურებელს ერთი სკამის გამოკლებით შეუძლია დაჯდომა, აუცილებელი იქნება პირბადე. სპექტაკლები ანტრაქტის გარეშე ჩაივლის. შენობაში ყოფნა 3 საათზე მეტ ხანს დაუშვებელია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები