ახალი ამბები
გორის მერი მოსახლეობას ქორწილებისა და ქელეხების გამართვისგან თავის შეკავებას ურჩევს
..ახალი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, თავი შეიკავოთ მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვისგან, დაიცვათ რეკომენდაციები და ისარგებლოთ პირბადით დადგენილი წესების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევის მიმართ ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სანქციები." - ამ განცხადებას გორის მერი კოტე თავზარაშვილი ავრცელებს.

იგი მწუხარებას გამოთქვას, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19 - ის დადასტურებულმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

,,ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მედიკოსების განცხადებით, კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრად ზრდა უკავშირდება სხვადასხვა სახის ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიბებს (ქორწილი, ქელეხი და ა.შ.)." - აცხადებს თავზარაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები