ახალი ამბები
გორში მოქალაქეს სცემეს - პოლიცია ინფორმაციას მალავს
გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს. მოსამართლე ლევან დარბაიძე აღკვეთის ღონისძიების საკითხს დღეს განიხილავს.

გორის შს სამმართველოში აცხადებენ, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მსგავსი მუხლით დანაშაული არ მომხდარა.

,,ბოლო 48 საათში გორში მსგავსი მუხლით დანაშაული არ მომხდარა. უმჯობესია, მეტი დეტალი გვკითხოთ. მაგალითად, ქალაქში მოხდა თუ რაიონში? ასე უფრო შეგვიძლია დავადგინოთ" - გვითხრეს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

გორის სასამართლოში აცხადებენ, რომ სხვა დეტალებს ვერ გაახმაურებენ, რადგან მხარეს არ წარმოვადგენთ. სასამართლოში კი პროცესები დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს. მოქალაქეს ბრალი გორის პროკურატურამ წაუყენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთა.

აღნიშნული მუხლით გასამართლებულ პირს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ინფორმაცია პროკურატურამ მოგვაწოდა.

იხ. გაგრძლება:

ვარიანში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს სცემეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები