ახალი ამბები
ევროპული საქართველო გორში მაჟორიტარ კანდიდატს წარადგენს
ევროპული საქართველო გორში მაჟორიტარ კანდიდატს წარადგენს. ამისათვის, თეატრის ეზოში სცენა მზადდება.

წინასწარი ინფორმაციით, პარტია ლევან თარხნიშვილს დაასახელებს.

ამ ეტაპზე, გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ ოთხია ცნობილი. ბადრი ბასიშვილი - გაერთიანებული ოპოზიციიდან, გიორგი ხოჯევანიშვილი - ,,ქართული ოცნებიდან"; პაპუნა კობერიძე - ლელო საქართველოსთვის პარტიიდან და ნანა აღორძიება ,,თავისუფალი საქართველოდან"
Print

სტატიის გამოყენების პირობები