ახალი ამბები
გორში #4 საარჩევნო უბანი რაგბის სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნება
გორში #4 საარჩევნო უბანი რაგბის სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნება. ამის შესახებ qartli.ge-ს საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

კომისიის წარმომადგელის, ლევან ისაკაძის თქმით, ჭალის უბნის წევრებს უფრო კომფორტულ გარემოში მოუწევთ მუშაობა.

,,მანამდე საარჩევნო უბანი გახსნილი იყო რიტუალების სახლში, სადაც ანტისანიტარია და არასათანადო პირობებია. ჩვენ მოვთხოვეთ რაგბის ადმინისტრაციას, რომ გარკვეული ფართი დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიისთვის." - გვითხრა ლევან ისაკაძემ.

გორი-კასპის ოლში სულ 127 უბანი გაიხსნება. 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები