ახალი ამბები
,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი ლევან თარხნიშვილი უკვე გორშია
2020 წლის 8 სექტემბერს ,,ევროპული საქართველო" გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად ლევან თარხნიშვილს წარადგენს. სავარაუდო კანდიდატი უკვე გორშია და პარტიის წევრები მის წარსადგენად ემზადებიან.

ღონისძიება 17 საათზე დაიწყება. 

ამ ეტაპზე, გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ ოთხია ცნობილი. ბადრი ბასიშვილი - გაერთიანებული ოპოზიციიდან, გიორგი ხოჯევანიშვილი - ,,ქართული ოცნებიდან"; პაპუნა კობერიძე - ლელო საქართველოსთვის პარტიიდან და ნანა აღორძიება ,,თავისუფალი საქართველოდან".

ლევან თარხნიშვილი დაიბადა 1971 წლის 1-ლ სექტემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სატყეო ინჟინრის სპეციალობით და სწავლა განაგრძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრაღის ფილიალში სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე.

აღნიშნული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1995 წელს, მიენიჭა ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სოციალური მეცნიერების მაგისტრის წოდება.

2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ღირებულებები – კონცეფცია, კვლევა და ალტერნატიული მიდგომა".

2015-2016 წლებში მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები