ახალი ამბები
ვარიანში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს სცემეს
გორის სასამართლომ წარსულში ნასამართლევ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლევან დარბაიძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

გორის პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 12 აგვისტოს ღამის საათებში გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ბენზინგასამართ სადგურზე წარსულში ნასამართლევმა დ.კ.-მ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა ა.გ.-ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

დ.კ. სასამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმეს შსს გორის რაიონული სამმართველო იძიებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები