ახალი ამბები
,,ჩვენი პარტია მხოლოდ დედაქალაქის განვითარებაზე არ ფიქრობს" - ლევან თარხნიშვილი
დღეს ევროპულმა საქართველომ გორისა და კასპის მაჟორიტარული კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად ლევან თარხნიშვილი დაასახელეს.

თარხნიშვილმა ამომრჩეველს წინასაარჩევნო გეგმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ მათი არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში გაჩნდება სამუშაო ადგილები, გასხვისებული საძოვრები დაუბრუნდება ხალხს.

"ჩვენი პარტია მხოლოდ დედაქალაქის განვითარებაზე არ ფიქრობს, აუცილებლად უნდა განვითარდეს ეს რეგიონი. უნდა შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას" - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ კასპის მერობის კანდიდატიც წარადგინა. ქალქის მერობაზე კენჭს გიორგი ხელაშვილი იყრის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები