ახალი ამბები
გორში კოვიდინფიცირებული 4 მამაკაცის კონტაქტებიდან 33-ვე ნიმუშის პასუხები უარყოფითია
გორში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ უცვლელია. 4 ახალგაზრდა მამაკაცის კონტაქტებიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

33 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგებმა ახალგაზრდებთან კონტაქტში მყოფ პირებს თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩიეს.

სულ რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 60 პირი იმყოფება, მათ შორის, გორში 49, ქარელში - 4; ხოლო ხაშურში 7 პირი იმყოფება.

შეგახსენებთ, 3, 4 და 5 სექტემბერს კორონავირუსი 4 მამაკაცს დაუდასტურდა. აქედან 2-ს ქობულეთში, 1-ს თბილისში, ხოლო მეოთხე მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები