ახალი ამბები
ცხრამუხის საბავშვო ბაღის ორ ოთახში იატაკი ჩანგრეულია
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საბავშვო ბაღის ორ ოთახში იატაკია ჩანგრეული.

ამის შესახებ საბავშვო ბაღის დირექტორმა ინფორმაცია მერიას 2020 წლის 31 აგვისტოს მიაწოდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, მიღებული ინფორმაციისთანავე შესაბამისი კომპანიების მოძებნა დაიწყეს.

ინფრასტრუქტურის სამსახურში ფიქრობენ, რომ იატაკის გამოცვლა დაახლოებით 4 ათასი ლარი დაჯდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები