ახალი ამბები
ISFED: მიტროპოლიტები საერო სამსახურში
შიდა ქართლში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლების განცხადებით, ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლის ნებაზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს.

,,ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენას გორში მეუფე ანდრია, ხოლო ქარელში, მეუფე იობი ესწრებოდნენ.

,,2 სექტემბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა. 3 სექტემბერს, ქარელის მოსახლეობას წინაშე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) ესწრებოდა." - ვკითხულობთ ანგარიშში.

სამართლიანმა არჩევნებმა გუშინ შუალედური ანგარიში წარადგინეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას ასახავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები