ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილის მიერ ნაჩუქარ პროდუქტებს ,,სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს
11 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორში ამავე პარტიის მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატად განიხილება, 3 ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბასიშვილმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გორის ორგანიზაციის პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ფაქტს ყურადღება ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა მიაქციეს.

პარტიის წარმომადგენელმა ვასილისა ჯაბახიძემ მათ განუცხადა, რომ ვინაიდან არჩევნების თარიღი სურსათის დარიგების მომენტისთვის გამოცხადებული არ იყო და არც ბადრი ბასიშვილია დასახელებულა კანდიდატად, ისინი პროდუქტების გადაცემას მოსყიდვად არ მიიჩნევენ.

სამართლიანმა არჩევნებმა გუშინ შუალედური ანგარიში წარადგინეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას ასახავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები