ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან ზაზა გახელაძის წერილი ოჯახმა უკვე მიიღო
ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახმა წერილი მიიღო. წითელმა ჯვარმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძე გუშინ მოინახულა. 

გახელაძე წერს, რომ ქვედა კიდური ჯერ მორჩენილი არა აქვს, სხვა მხრივ, თავს კარგად გრძნობს.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ცხინვალში გადაიყვანეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები