ახალი ამბები
ხაშურის მერმა და მისმა მოადგილემ სურამში აგიტაცია გასწიეს- ISFED
ხაშურის მერმა და მისმა მოადგილემ სურამში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და წინასაარჩევნო კამპანია გასწიეს. ამის შესახებ ,,სამართლიანი არჩევნების" შუალედურ ანგარიშშია მოცემული.

ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი არ ჩანს, თუმცა გიორგი გურასპაშვილი და ზურაბ როსებაშვილი სურამში ნამდვილად იყვნენ.

,,27 აგვისტოს, ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მისმა მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მერმა ირიბად ისაუბრა იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარი მმართველი პარტიის კანდიდატისთვის დაეჭირათ. ხაშურის მერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და თქვა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის დროს ხაშურში მილიონობით ლარის სამუშაოები შესრულდა და აღნიშნული გაგრძელდება, თუ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს." - აღნიშნულია ანგარიშში.

,,სამართლიანმა არჩევნებმა'' 8 სექტემბერს შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას ასახავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები