ახალი ამბები
გორის სასამართლოს წინ მოქალაქემ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა
გორის სასამართლოს წინ მოქალაქემ სხეულზე დაზიანებები მიიყენა. 

გორის სასამართლოში გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. კანცელარიის თანამშრომლების თქმით, არც დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს შეუმჩნევიათ რამე.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლები სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ელოდებიან, რომელთა შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული პიროვნება საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვედრილა. რამდენჯერმე ავიდა გორის სტადიონის ანძაზე, შემდეგ სტალინის მუზეუმის სკვერში მდგარ ხეზე და გადმოხტომით იმუქრებოდა.

სამედიცინო პერსონალმა არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში მისი მოთავსების შესახებ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები