ახალი ამბები
ყინწვისის გზაზე მომხდარი ავარია მანქანის ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება
ქარელის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ყინწვისის დედათა მონასტრის მორჩილი 250 ლარით დააჯარიმეს.

სასულიერო პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა. აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ექპსლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს.

ქარელის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტების საფუძველზე დაადგინეს, რომ სოფლების: კრობანი-ყინწვისის მონაკვეთზე მორჩილის ჯიპს საბურავი დაუზიანდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დღის საათებში მოხდა. როგორც ძამას ხეობაში გვითხრეს, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ავარია მოხდა ორთუბნის დედათა მონასტრის სიახლოვეს. სასულიერო პირის მანქანა ხეს შეეჯახა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები