ახალი ამბები
გორში დააკავეს 3 პირი - მარიხუანის მომყვანი, შემძენი და შემნახველი
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს. სამივე პირის მიმართ წაყენებული ბრალი მარიხუანას უკავშირდება.

პროკურორმა ერთ-ერთ ბრალდებულს ნარკოტიკის შემცველი ნივთიერების, კანაფის მოყვანა - კულტივაციაში დასდო ბრალი, მეორე მათგანს - შეძენაში, ხოლო მესამე მათგანს - შეძენილი კანაფის შენახვაში, თანაც დიდი ოდენობით.

დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით, სამივე მათგანს ჯარიმა ემუქრება. დაკავებულები ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. გორის პროკურატურამ მასალები სასამართლოს გადასცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები