ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ამომრჩეველს უფლისციხეში, ქვახვრელსა და ხიდისთავში შეხვდა [R]
გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" გიორგი ხოჯევანიშვილი უფლისციხეში, ქვახვრელსა და ხიდისთავში ამომრჩეველს შეხვდა.

,,უფლისციხის, ქვახვრელისა და ხიდისთავის მოსახლეობას ჩემი სამოქმდო გეგმა გავაცანი. ასევე, ვისაუბრეთ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ადგილობრივების საჭიროებებსა და მათ ინიციატივებზე." - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, დაისვა სპორტული მოედნების მოწყობის საკითხი.

,,მისასალმებელია, რომ მოსახლეობის და განსაკუთრებით კი ახალგაზრების მხრიდან მსგავსი სახის იდეები მოდის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა. მიუხედავად პანდემიისა, შიდა ტურიზმის პირობებში უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა ასობით ადგილობრივ დამთვალიერებელს უმასპინძლა." - აღნიშნავს კანდიდატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები