ახალი ამბები
გორში ,,ევროპული საქართველოს" კოორდინატორზე ზეწოლა ხორციელდება - ლევან თარხნიშვილი
,,არ გეშინია რამე რომ მოიწიო?",-ეს არის გზავნილი "ქართული ოცნებიდან" რომელიც ,,ევროპული საქართველოს" ხიდისთავის ზონის უფროსმა "ოცნებიდან" მიიღო.

ამ საკითხზე საგანგებო განცხადება პარტიის გორის ოფისში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა მუქარის გზავნილების ავტორების სახელები და გვარებიც გაასაჯაროვა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდა შეწყვიტოს დევნა ამომრჩეველზე.

,,საუბარია ბატონ ვანიკო ნონიკაშვილზე და ქალბატონ ლელა ლუკაშვილზე. მათ სცადეს შალვა ქვრივივილზე ზეწოლა შემდეგი სიტყვებით, შენ თუ არ შეწყვეტთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, რაღაცა არ მოიწიო. მე მინდა გავაფრთხილო ბატონი ვანიკო და ქალბატონი ლელა. ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, იმიტომ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დღეს თუ არა ხვალ მოეთხოვებათ პასუხი. ეს პატივცემული ადამიანი არის ომის ვეტერანი, გამოვლილი აქვს ყველა ომი, სამი წლის წინ, ჩამოართვეს სოციალური დახმარება. ერტადერთი რასაც იღებს ვეტერანის დახმარებას. გაუგებარია, რითი ემუქრებოდნენ და რაზე ემუქრებოდნენ. თუ სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ, ესეც გაუგებარია." - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ვანიკო თარხნიშვილი საკრებულოს დეპუტატია სოფელ ხიდისთავიდან, ხოლო ლელა ლუკაშვილი - ,,ქართული ოცნების" ზონის კოორდინატორი. მათი პოზიცია უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები