ახალი ამბები
4 ძირი კანაფის მოყვანისთვის გორში მამაკაცს პატიმრობით ემუქრებიან
4 ძირი კანაფის მოყვანისთვის გორში მამაკაცს პატიმრობით ემუქრებიან. ამის შესახებ qartli.ge-ს დაკავებულის ახლობელმა განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელის სახით პატიმრობა იქნება გამოყენებულიო.

,,ჩვენ ვიცით, რომ ეს სასჯელი არაკონსტიტუციურად არის ცნობილი, ანუ არ შეიძლება ამ საქმეზე ადამიანის დაპატიმრება, მით უმეტეს, 4 ძირ პლანზეა საუბარი. ჩვენს ადვოკატსაც ასე ეუბნებიან, საპროცესო შეთანხმება გააფორმოს, თორემ პატიმრობას შეუფარდებენო" - გვითხრა დაკავებულის ახლობელმა.

სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდი ოდენობით კანაფის კულტივაციისთვის, შეძენა-შენახვისთვის პირი ისჯება ჯარიმით. ხოლო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად არს აღიარებული.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით კანაფის კულტივაციის და მოყვანის ფაქტზე, ასევე, შენახვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ერთი - კვირის დასაწყისში, 3 - გუშინ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები