ახალი ამბები
ქალაქ გორში სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელ ოქტომბერს დაიწყება
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. მანამდე საგანმანათლბელო დაწესებულებები 15 სექტემბრიდან დისტანციურად იმუშავებენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი კიდევ 2 კვირით გადაიდო.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები