ახალი ამბები
,,ვგეგმავთ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას" - გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის სოფლებში [R]
გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან'' გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩევლებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდა.

სამოქმედო გეგმა მან ხოვლის, ხანდაკის, თელიანის, სასირეთისა და დევნილთა დასახლების მოსახლეობას გააცნო.

ხოვლეში ყოფნისას ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ივანე ჯავახიშვილის მშობლიური კერის, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.

,,ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად ხოვლეს, ხანდაკს, თელიანის დევნილთა დასახლებას, თელიანსა და სასირეთს ვესტუმრე. კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან და კასპის მერობის კანდიდატთან ვახტანგ მაისურაძესთან ერთად მოსახლეობას ჩემი სამოქმედო გეგმა გავაცანი. ლამისყანაში, ჩემი წარდგენის დღესაც აღვნიშნე, რომ რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობისას კასპი თავისი ისტორიული ადგილებითა და პერსპექტივებით მართლაც აღმოჩენა იყო. მიხარია, რომ ამიერიდან ხოვლეს თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა ექნება, ვგეგმავთ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას. ასევე, მნიშვნელოვანია რომ თელიანის დევნილთა ჩასახლებას სრულიად მოუწესრიგდა შიდა გზებისა და სანიაღვრე სისტემის პრობლემა. მომავლისთვის კიდევ ბევრი კარგი პროექტი გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ." - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები