ახალი ამბები
გორში მაშველებმა მეათე სართულის სადარბაზოს ფანჯრიდან მოზარდი უვნებელი ჩამოიყვანეს
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.

მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულის სადარბაზოს გისოსებიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოზარდი უვნებელი ჩამოიყვანეს.

მეზობლები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი გადმოხტომას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები