ახალი ამბები
რესტორანში ნაცემი ბიჭი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა
9 ივნისს გორში მომხდარი ჩუხბის დროს დაშავებული ერეკლე თედლიაშვილი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ წუხელ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვლა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო და იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. 

მომხდარ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა 10 ივნისს დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში". ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დრომდე საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 15 სექტემბერს არის ჩაინიშნული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები