ახალი ამბები
გორში პატრონიანმა ძაღლმა 17-წლის გოგო დაკბინა
გუშინ საღამოს, გორში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძაღლმა 17 წლის გოგო დაკბინა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა.

კლინიკაში პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და ბინაზე გაეწერა.

დაშავებულის პაპა აცხადება, რომ ძაღლი მიუსაფარი არ არის და იგი მათ მეზობელს ეკუთვნის. როდესაც შემთხვევა მოხდა, პატრონი ასეირნებდა ძაღლს ქუჩაში.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მანამდე ძაღლმა გოგონას ბებია და სხვა მეზობლის ბავშვიც დაკბინა.

ოჯახის წევრებმა სასამართლოსაც მიმართეს რამდენიმე თვის წინ, სასამართლომ გამოიტანა დადგენილება,  რომლითაც მეზობელს აეკრძალა ძაღლის ქუჩაში გამოყვანა საბელისა და ალიკაპის გარეშე, თუმცა როგორც გოგონას პაპა ავთანდილ ღონღაძე ამბობს ძაღლის პატრონი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები