ახალი ამბები
გორში ნაფიცი მსაჯულები მერაბ კობიაშვილის საქმეს განიხილავენ, რომელიც გუდაურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზეა დაკავებული
ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ითხოვს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის გამო გორის სასამართლოში მსაჯულების შერჩევა მიმდინარეობს.

როგორც სასამართლოში გვითხრეს, შერჩევის პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრამდე დასრულდება.

მერაბ კობიაშვილს, პროკურატურამ ბრალი დაბა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 16 თებერვალს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს "რედკო"-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOჩK 17"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს, რის შედეგად ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მერაბ კობიაშვილის მხრიდან განზრახ მკვლელობის მცდელობას და სურვილს ადგილი არ ჰქონია, რადგან მერაბ კობიაშვილი თავს რამდენიმე თავდამსხმელისგან იცავდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები