ახალი ამბები
ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბანერებს სასაფლაოს სიახლოვეს ამონტაჟებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ წუთებში მუშაობენ. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერებს ამონტაჟებენ.

სასაფლაო ორ სოფელს - ხურვალეთსა და ძუკაანთკარის მოსახლეობას ეკუთვნის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსახლეობა თავისუფლად იქ მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ახერხებს მისვლას.

ბორდერიზაციის პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა.

,,აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და მოთხივნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას." - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები