ახალი ამბები
გორის პოლიცია არკვევს - აქვს თუ არა კავშირი წინა ღამის ჩხუბის ფაქტს დღევანდელ მკვლელობასთან
გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი შურისძიებას უკავშირდება. კომბინატის დასახლებაში ცივი იარაღით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს.

მამაკაცი, რომელიც მოკლეს, ადგილობრივების თქმით, კომბინატში არ ცხოვრობდა. ის ამ უბანში თეთრი მანქანით იმყოფებოდა, შელაპარაკება კი, - მანქანის გარეთ მოხდა.

აქვს თუ არა კავშირი მკვლელობის მოტივს წუხანდელ ჩხუბთან, რომელიც წმინდაწყალზე (ცხინვალის გზატკეცილისა და ყიფიანის ქუჩის კვეთაზე) მოხდა? ამას ამჟამად პოლიცია არკვევს.

თვითმხილველი ამბობს, რომ ღამით წმინდაწყალზე, ორი პირი ერთმანეთს დაუპირისპირდა. წმინდაწყლის შემთხვევაშიც თეთრი მანქანა ფიგურირებს. პირთა იდენტიფიკაციის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები