ახალი ამბები
დედისა და ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტებზე შიდა ქართლში ორი პირი დააკავეს
შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომელთაც ბრალი ოჯახში ძალადობის მუხლით წაუყენეს. 

პროკურორ ნინო ზურაბიშვილის თქმით, ერთი ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე - კასპის მუნიციპალიტეტში მოხდა. 

,,კასპში მომხდარი ფაქტი დედის მიმართ ძალადობას ეხება, ხოლო გორის ერთ-ერთ სოფელში, ძალადობა ცოლის მიმართ განხორციელდა" - გვითხრა პროკურორმა ნინო ზურაბიშვილმა. 

მეტი დეტალი პროცესიდან გამოსულ პროკურორს არ ახსოვდა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები