ახალი ამბები
კასპიცემენტს მემორანდუმის დარღვევაში ადანაშაულებენ
კასპში ცემენტის ქარხნიდან გაურკვეველი ნივთიერებების ამოფრქვევა ისევ დააფიქსირეს. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა ირაკლი მილაძემ ფოტო გაავრცელა. 

ის ერთ-ერთი ინიციატორია იმ საპროტესტო აქციებისა, რომელიც ცემენტის ქარხნიდან გამონაბოლქვის შემცირებისკენ იბრძვის. ირაკლი მილაძის თქმით, ქარხნის ადმინისტრაცია პირას არ ასრულებს. 

ფოტო გადაღებულია 12 სექტემბერს. 

10 ივლისს კი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" შორის.

"კომპანია" იღებდა ვალდებულებას, რომ ქალაქ კასპში ცემენტის მტვერის კონცენტრაცია მაქსიმალურად შემცირდებოდა, კერძოდ მოაწყობს შემოვლით ბეტონის გზას ფარნავაზის ქუჩის სარკინიგზო გადასასვლელიდან მარცხენა მხარეს, რომლის საშუალებითაც მთავარი გზა მიუერთდება კასპის ცემენტის ქარხნის ახალ შესასვლელს. აღნიშნული გზის მონაკვეთის დასრულების შემდეგ "კომპანია"-სთან დაკავშირებული მძიმე ტექნიკის მოძრაობა განხორციელდება ახალი შემოვლითი გზით.

ფარნავაზის ქუჩის მარჯვენა მიმართულების გზის რეაბილიტაციას უზრუნველყოფენ (570 გრძივი მეტრი) მუნიციპალიტეტის მერია და შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია". ასევე შეიმუშავებენ ტექნიკურ გადაწყვეტილებას, მუნიციპალურ გზაზე "კომპანია"-სთან დაკავშირებული მძიმე ტექნიკის სუფთა მდგომარეოაბაში შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.

კასპის ცემენტის ქარხნიდან კავთისხევი-კასპის მუნიციპალური გზის მიმართულებით ე.წ. "კარიერის დასახლების" მიმდებარედ "კომპანია" მოაწყობს ბეტონის გზას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები