ახალი ამბები
შიდა ქართლის გამომძიებლებისთვის ძალადობის თემაზე ტრენინგი გაიმართა
გორში 10 და 11 სექტემბერს შიდა ქართლის გამომძიებლებისთვის გაიმართა ტრენინგი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" ორგანიზებით, რომელიც ფონდ HunamDoc-თან ერთობლივი თანამშრომლობით პროექტის "საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის" ფარგლებში მომზადდა.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ზოგადი სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები, ასევე ის ცვლილებები, რომელიც 2020 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, კერძოდ: რისკის შეფასების ინსტრუმენტთან და ელექტრონულ სამაჯურებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ღონისძიებაზე გამომძიებლებს გადაეცათ სერთიფიკატები ტრენინგზე აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის. ასევე გადაეცათ მათთვის სპეციალურად დაბეჭდილი სამაგიდო წიგნი, სადაც მოცემულია საკანომდებლო ბაზა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით და სხვადასხვა რეკომენდაციები, რომელიც ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დახმარებით შემუშავდა.

ტრენინგი ჩაატარეს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები