ახალი ამბები
გორში კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გორში კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა მოითხოვა.

პროკურატურას მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გადასცა.

გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც აქციზური მარკის გარეშე პროდუქციის რეალიზაციას გულისხმობს.

რა ვითარებაში აღმოჩნდა სიგარეტი შიდა ქართლის ტერიტორიაზე, აღნიშნული დეტალებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არკვევენ.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები